ეს მოდული დამეხმარა,გამეანალიზებინა სტანდარტების მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ან განმავითარებერლი შეფასესების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით.
ზოგადი კითხვები თავიანთი არსით იმგვარია, რომ მათი გამოყენება სხვადასხვა სასწავლო დონეზე, სხვადასხვა საგანში, დისციპლინასა თუ თემატიკის ფარგლებში შეიძლება. მაგალითად, ზოგადი შეკითხვის როგორ შევცვალოთ გარემო? ფარგლებში საბაზო საფეხურის მოსწავლეები სწავლობენ თემის მმართველობას და დავალების ფარგლებში ქმნიან გეგმას თემში ვაკანტური სამუშაო ადგილის გასავითარებლად. იმავე შეკითხვას ვიყენებთ სკოლის უფროსკლასელებთან, სადაც მოსწავლეები სახელმწიფო მმართველის როლს თამაშობენ, სახელმწიფო მმართველის როლში ენერგოკომიტეტის წევრობა ეკისრებათ და, ქვეყნის ეკონომიკური და ეკოლოგიური განვითარების მიზნით, ეროვნული ენერგოსტრატეგიის შექმნაზე მუშაობენ